ქარის ენერგიის ათვისების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი შუკაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კვლევების თანახმად, 900 მგვტ-მდე სიმძლავრის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრო გარანტირებულად 400 მგვტ-მდე სიმძლავრის განვითარებას ელოდება.
“კვლევების თანახმად, შესაძლებელია 900 მეგავატის მიღება, თუმცა გარანტირებულად 2022 წლისთვის 400 მეგავატს ველოდებით. ამასთან, ამ დროისთვის, თუ სრულად შევძელით ყველა ენერგეტიკული პროექტის დასრულება, სისტემაში დამატებით 3500 მეგავატი გაჩნდება”, – განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.
ასევე, როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, 3500 მეგავატის მომცემი ენერგოობიექტების მშენებლობას, სულ ცოტა, 5 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ, 20 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის პირველ ელექტროსადგურ “ქართლს” ააშენებს. პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროს უკვე გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლას.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია “Energo Windpower” LLC-ი ფოთის, ქუთაისის, ჭოროხის, საბუეთის გორის, კასპის, სამგორის, რუსთავის, ფარავანისა და ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე სწავლობს ქარის მონაცემებს, დაასრულებს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზს, რაზეც დახარჯავს 5-7 მლნ აშშ დოლარს.
წყარო: ენერგოპლატფორმა