ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს.
„ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში სასტიკი ომის დასაფინანსებლად იყენებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ შეწყვეტს ევროპაში ენერგორესურსების მიწოდებას, თუ ევროკავშირი აღნიშნულ ნაბიჯს გადადგამს.