კომპანია აჭარის წყალი (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

კომპანია აჭარისწყალი (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ფაზაში შედის. კომპანია “აჭარისწყალში” (AGL) აცხადებენ, რომ პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს გენერაციის ობიექტებს 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება.

ჰესის წლიური გამომუშავება 450 მლნ.კვტ/საათია, აღსანიშნავია, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, მაშინ, როცა ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, მთლიანად საქართველოში დარჩება და  იმპორტირებულ ძვირ ენერგიას ჩაანაცვლებს ხოლო ზაფხულის პერიოდში როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში ჭარბია,  გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე გავა.

ამ ეტაპზე, შუახევიჰესის პროექტზე მთლიანი სამუშაოების 63% უკვე შესრულებულია, მათ შორის ელექტრული/მექანიკური სამუშაოების 68% ხოლო სადერივაციო გვირაბების სამშენებლო სამუშაოების 72%.

შუახევიჰესის კასკადის მშენებლობის პროექტს კომპანია AGL (აჭარისწყალი ჯორჯია)  ერთ წელიწადში დაასრულებს და სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

შუახევიჰესის მშენებლობის ფარგლებში ამ ეტაპზე დასაქმებულია 650 საქართველოს მოქალაქე.

acharis ckaliAGL

Leave a Reply