დავით ნარმანია: არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ ხეები

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე დათვალონ.

„არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები.ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული. არსებობს შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ესხეები დაირგო. ასე რომ, კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია, ადგილზე გავიდნენდა დათვალონ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.

Leave a Reply