ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ჩინეთი, ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

 

ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პირველ ადგილს იკავებს და სავარაუდო მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში მათი რაოდენობა 220-დან 250 ათასამდე იმერყევებს.

ჩინეთში ელექტროავტომობილების გაყიდვების პოპულარობით, სარგებლობენ ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა, Tesla, BYD Daimler და სხვადასხვა უცნობი ჩინური კომპანიები.

ელექტრომობილების, პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლებამ სპეციალური დადგენილება მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ განსაზღვრული პერიოდის მანძილზე სახელმწიფო ავტოპარკი სრულად უნდა ჩანაცვლდეს, ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ავტომობილებით.

მთავრობის ინიციატივით, ასევე მოსახლეობისთვის დაიგეგმა სპეციალური სუბსიდიების სისტემა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ინიციატივის წყალობით, ჩინეთში ელექტრომობილების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და 2014 წელს ელექტრომობილების რაოდენობამ 171.145 ერთეული შეადგინა.

სულ, მსოფლიოში უკვე დაახლოებით 600 ათასი ელექტრომობილია ნაწარმოები.

 

Leave a Reply