დავით ნარმანია: თბილისში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე

დავით ნარმანია: თბილისში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე

დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას რამდენიმე მინისტრი, თბილისის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ანგარიში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ სამუშაოებს მოიცავს.

”240 მიუსაფარ პირზე თავშესაფარი გაკეთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამწლიანი გეგმა შეიქმნა, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება. ასევე მომავალ წელს დედაქალაქში შემოიყვანენ 200-მდე ახალ ავტობუსს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იქნება ადაპტირებული. ერთ-ერთი გერმანული ფირმის დახმარებით, მუშავდება დედაქალაქის გენერალური გეგმა. ასევე წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე და განმარტა, რომ დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.

 

Leave a Reply