2015 წლის, 11 თვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში, ელექტროენერგიის წარმოება, 5,6 მლრდ. კილოვატ/საათით გაიზარდა, რაც 0,6%-იან ზრდას ნიშნავს. აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის მიერ გასაჯაროვდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბრის თვეში ზრდამ მხოლოდ 94,9 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა, რაც 1,1%-ით ნაკლებია 2014 წლის ნოემბრის თვის მაჩვენებლებზე.
მიმდინარე წლის ნოემბერში, რუსეთიდან, ელექტროენერგიის ექსპორტმა 1.3 მლრდ. კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ზოგადად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა და 10,6 მილიარდი კილოვატ/საათის ნაცვლად 13,3 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა.