ბუნებრივი აირის იმპორტის ალტერნატივის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.მისი თქმით, ანკარა იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს.
“მაშინაც კი, თუ მოსკოვი გააკეთებს ამას, თურქეთს აქვს რუსული გაზის ალტერნატივა, პირველ რიგში ეს არის აზერბაიჯანული და ირანული გაზი”, – განაცხადა პრემიერმა.
რამდენიმე დღის წინ, ვიცე პრემიერმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე, მაშინ, გაიზრდება გაზის შესყიდვები აზერბაიჯანიდან და ირანიდან.
ცნობისთვის, თურქეთის გაზის იმპორტის 50% რუსულ გაზზე მოდის.
თურქეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს ბაზო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით. თურქეთს აქვს კონტრაქტი, შაჰ-დენიზის საბადოდან წლიურად 6,6 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანული გაზის შეძენისა.
ამჟამად, თურქეთი გაზის იმპორტს ირანიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ახორციელებს. გარდა ამისა, ანკარამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ალჟირთან და ნიგერიასთან წლიურად 4,4 მლრდ და 1,2 მლრდ კუბ.მ გაზის მოწოდებაზე.
წყარო: ენერგოპლატფორმა