NATO სამოქალაქო და სათბური ემისიების 45%-ით შემცირებას 2030 წლისთვის, ხოლო ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. ემისიების შემცირებისთვის ორგანიზაციის პირველი მიზნები NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაასაჯარობვა.
სტოლტენბერგმა განცხადება მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა და დასძინა, რომ დასახული მიზანი მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა შესრულებადია. 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევით, ორგანიზაცია გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. სტოლტენბერგის განცხადებით, ორგანიზაციის გეგმა არა მარტო კლიმატურ პრობლემებს, არამედ სამხედრო ტრანსპორტის განვითარებასაც წაადგება, რადგან ტრანსპორტის მომავალი სწორედ წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებაა.
NATO-ს ემისიების შემცირების მიზანი შეეხება ორგანიზაციის აქტივებს, მათ შორის AWACS-ის სათვალთვალო თვითმფრინავებს, დრონებს, შტაბ-ბინას ბრიუსელში და სამხედრო შტაბ-ბინებს მონსში (ბელგია), ნეაპოლსა (იტალია) და ბრუნსუმში (ნიდერლანდები). NATO ეროვნული შეიარაღებული ძალებიდან ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში მოკავშირეებსაც დაეხმარება.
ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წელს ევროკავშირის სამხედრო ნახშირბადის ნაკვალევმა 24.8 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი შეადგინა. ნახშირბადის ნაკვალევი დაახლოებით 14 მილიონი მანქანის CO2 გამონაბოლქვის ტოლფასია.
წყარო: forbes.ge