ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ განაცხადა.
“მოგეხსენებათ მომზადებულია ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი არის სარეზერვო ხაზის მშენებლობა. ამდენად, ეს კიდევ უფრო გაზრდის ქსელის მდგრადობას და მინიმუმამდე დაიყვანს გადამცემი ქსელის ავარიული რეჟიმებიდან გამომდინარე პროცესებს”, – განაცხადა დავით შარიქაძემ.
ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენის უფროსის განცხადებით, ენერგოკომპანიებთან გავლილია ყველა საკითხი და წინა წელთან შედარებით ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
“შედგენილი გვაქვს ამ წლის ბალანსი, ვიცით მომწოდებლები, ასევე ვიცით ავარიულ სიტუაციებში როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ანუ როგორც ტექნიკურად ასევე, ორგანიზაციულად დალაგებული გვაქვს საკითხები”, – აღნიშნა დავით შარიქაძემ.
წყარო: ენერგოპლატფორმა