კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციის (COP21) გახსნის დღეს, საქართველოში ეწყობა კონფერენცია, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

კლიმატის ცვლილების სფეროში და მიმდინარე მომენტის მიმართ ცნობიერების ამაღლებისათვის გამიზნული კონფერენცია, ერთად შეკრებს ოფიციალურ პირებს და წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტიდან, დიპლომატიური მისიებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან.

კონფერენციის მიზანი საქართველოსა და ევროკავშირის გამოცდილებისა და გეგმების განხილვაა, რაც ხელს შეუწყობს და თავის წვლილს შეიტანს გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვაში 2°C-ის ფარგლებში პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, რომ თავიდან იქნას აცილებული საშიში, შეუქცევადი ცვლილებები კლიმატურ სისტემაში და უზრუნველყოფილი იქნას ადაპტირება ცვალებად კლიმატთან.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტ “კლიმა ისტ-ის” მიერ.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია ჩატარდება 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პარიზში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამკვირვებლები, საერთო რაოდენობით დაახლოებით 40 000 ადამიანი.

Leave a Reply