10 ფოტო, რომელიც დედამიწის ცვლილებას ასახავს

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა საკმაოდ პრობლემატური საკითხია. ამ საკითხების ირგვლივ საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია მუშაობს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება ტარდება დიდი სახელმწიფოების ხელისუფლებების მხრიდან. კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის ზრის ტემპის შესაჩერებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი გარემოში მავნე აირების გატყორცნის ემისიაა, რომელიც დიდწილად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან და ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირებასთან არის დაკავშირებული. წარმოგიდგენთ 10 ფოტოს, რომელიც დედამიწის ცვლილებას ასახავს.

013

კოსმოსიდან გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ 1979 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე ყინულის საფარი შემცირებულია 13%-ით

023 (1)

მალდივის კუნძულის ფოტო. მეცნიერების გამოთვლების შედეგად, დამტკიცდა, რომ 1870-დან 2000-წლამდე წყლის დონემ აიწია 18 სანტიმეტრით, ხოლო ყველაზე სწრაფი ზრდა ბოლო 20 წელიწადში დაფიქსირდა და 6 სანიმეტრი შეადგინა

033

გრელანდიაში გადაღებულო ფოტო, რომელზეც ასახულია ბოლო პერიოდის ტემპერატურის ვარიაციების შედეგად მოტეხილი ყინულის მასა

043

ქარხნების და თბური ენერგეტიკის ობიექტების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი, რომელიც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია

053

კატასტროფული გვალვის ამსახველი ფოტო. კლიმატის ცვლილებების შედეგად ბუნებრივად იზრდება ისეთი ბუნებრივი კატაკლიზმები, როგორებიცაა გვალვა, კოკისპირული წვიმები, სხვადასხვა სახის სტიქიები და ა.შ.

063

“მე არ მჯერა გლობალური დათბობის”წარწერა, რომელიც წყლის დონის აწევის შედეგად წაიშალა

073

პანამის კუნძულები, წყლის დონის ზრდის გამო საფრთხეში არიან. ექსპერტების ვარაუდით, გლობალური დათბობის არსებული ტენდენციის გათვალისწინებით 2100 წლისთვის ოკეანეებში წყლის დონე 82 სანტიმეტრით გაიზრდება

083

გლობალური დათბობა სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ეკოსისტემას. როგორც ფლორას ისე ფაუნას ეცვლება არსებობისთვის საჭირო ბუნებრივი პირობები

093

პაკისტანში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის ამსახველი ფოტო. ექსპერტების მტკიცებით წყალდიდობა გამოწვეულია ჰიმალაის მყინვარების დნობის ზრდის გამო, ხოლო თავის მხრივ მყინვარების დნობის მაპროვოცირებელი გლობალური დათბობაა

103

კლიმატის ცვლილებაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება ტყის მასივების ჩეხვა. ოთხი საუკუნის წინ, დედამიწის 66% ტყის საფარით იყო დაფარული, დღეს კი ტყის მასივები განახევრებულია. 2000 წლიდან 2012 წლამდე ჯამში 23 მილიონი ჰექტარი ტყის გაჩეხვა მოხდა.

Leave a Reply