ჩინეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია PetroChina ნავთობსადენებში საკუთარი წილის გაყიდვას 15,5 მლრდ იუანად, ანუ დაახლოებით 2,4 მლრდ აშშ დოლარად გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg -ი შანხაის საფონდო ბირჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
PetroChina აქტივების ნაწილის მოშორებას გეგმავს იმ მიზნით, რომ მთავრობის მიერ დასახული გეგმის შესრულება შეძლოს და მიმდინარე წელი მოგებით დაასრულოს.
Forbes-ის ინფორმაციით, PetroСhina მსოფლიოს უმსხვილესი 30 კომპანიის რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა.
2014 წელს კომპანიის შემოსავალი ბოლო 5 წლის მინიმუმამდე დაეცა.
წყარო: gbc.ge