კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

შემცირების შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი გაიზარდა და $20,081 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი დღეს დილით, აზიის ვაჭრობაში 4.8%-ით დაეცა და $19,618 შეადგინა. ეს მას შემდეგ, რაც ტოკიოში 12:30 საათისთვის მისი ფასი საკვანძო დონეს ასცდა და $20,036-ს მიაღწია. ეთერიუმის ფასი კიდევ 7.8%-ით დაეცა, თუმცა მონეტამ ღირებულების $1000-ზე მაღლა შენარჩუნება შეძლო. Solana, Cardano და Dogecoin წითელში ზონაში არიან.
ზოგიერთი კრიპტო აღმასრულებელი ამტკიცებს, რომ ბიტკოინის ფასის $20,000-ზე დაბლა შენარჩუნებამ შეიძლება პოზიციების დამატებითი ლიკვიდაცია გამოიწვიოს. მონეტის ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 57%-ით შემცირდა, სხვა კრიპტოვალუტები კი უფრო მეტად დაზარალდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

Leave a Reply