მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 8.6%-ით შემცირდა და $20,081 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.
მონეტის ფასი ზედიზედ მეცხრე დღეა ეცემა, რაც 2014 წლის შემდეგ ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ფაზაა. ეთერიუმი კი, რომლის ფასი კიდევ 10%-ით შემცირდა, $1,000-იანი ნიშნულის გადალახვის ზღვარზეა.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.