მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

WEG: საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება

ენერგეტიკა რეგულირებადი და ლიცენზირებადი საქმიანობაა და ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავდება. ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, სპეციალური მმართველის დანიშვნას.
მაგალითად, თუ „თელასს“ შეექმნება პრობლემები რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებული სანქციების გამო, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დაიცვას მოქალაქეები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.
ამის მიუხედავად, რა პოზიცია ექნება მთავრობას რუსეთის მოქალაქეების მიერ აქტივების ფლობასთან დაკავშირებით ნებისმიერ სექტორში სტრატეგიული და პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
იხილეთ კვლევა ვრცლად:

Leave a Reply