ბიტკოინის ფასი $30 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 7.1%-ით შემცირდა და $29,209 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply