სახელმწიფო ელექტროსისტემის კაპიტალური ხარჯები 71 მილიონამდეა

სახელმწიფო ელექტროსისტემის კაპიტალური ხარჯები 71 მილიონამდეა

სახელმწიფო ელექტროსისტემის კაპიტალურმა ხარჯებმა წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა, 2014 წელს ამ სახის ხარჯები 64.9 მილიონ ლარს არ აღემატებოდა.

წლის განმავლობაში საინვესტიციო დანახარჯებიდან 43.4 მილიონი ლარი დონორების სახსრებია (2014 წელს ეს თანხა 47.4 მილიონს შეადგენდა), ხოლო 27.5 მილიონი ლარი სსე-ს სახსრები (2014 წელს 17.5 მილიონს შეადგენდა).

„წლის განმავლობაში კომპანიაში დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა, აშენდა ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ხორგა1-2″-ის 12,8კმ-იანი მონაკვეთი, გარდაბნის, მენჯის, ბათუმის, გლდანის და მარნეულის ქვესადგურებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-ზე მეტ ანძას, დამონტაჟდა 114 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორციელდა კოროზირებული ადგილების ფირფიტებით გამაგრება”, – განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

მისივე თქმით, დაიწყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოქსელის საიმედოობასა და უსაფრთხოებას, ახალი გენერაციის ობიექტების ქსელთან მიერთებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

წყარო: ენერგოპლატფორმა

Leave a Reply