საპარტნიორო ფონდს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K Water-ის ვიცე პრეზიდენტი ბიანგ სეუბ ჩოი და საქართველოში კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრებმა ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გზის მშენებლობა და გეოლოგიური სამუშაოების ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური “Salini Impregilo” ახორციელებს.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი მესტიაში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის სტრატეგია გააცნო, მაშ შორის ისაუბრა სოფლის მეურნეობის პრიორიტეტსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.