კრამიტის ინოვაციური მზის პანელები, უკვე ხელმისაწვდომია (ფოტოკოლაჟი)

კრამიტის ინოვაციური მზის პანელები, უკვე ხელმისაწვდომია (ფოტოკოლაჟი)

კრამიტის ფორმის, მზის პანელები, არის სრულიად ახალი, ინოვაციური, პროდუქტი მზის პზნელების სისტემაში. ახალი ტიპის ფილებს, შეუძლია დაზოგოს ენერგორესურსებზე მოთხოვნა და აღნიშნული ენერგოეფექტური პანელების საშუალებით შესაძლებელი ხდება მზის სხივების ხარჯზე, თბილი წყლისა და გათბობის სისტემების ამუშავება.

მზის ენერგიისა და ზოგადად ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება, მაქსიმალურ საშუალებას იძლევა, შეამციროს ნეგატიური გავლენა გარემოსა და ეკო-სისტემაზე.

მზის ენერგიის ათვისების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მისი სიძვირე იყო, თუმცა ახალი ინოვაციური მზის პანელების საშუალებით ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. „მზის კრამიტების“ ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ თქვენ შეძლებთ ფინანსური შესაძლებლობების კვალობაზე დაგეგმოთ მისი დამონტაჟება. თქვენ არ მოგიწევთ ერთიანად მზის პანელის შეძენა და შესაძლებლობა გექნებათ ნელ-ნელა სათითაოდ შეავსოთ ის სახლის სახურავზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფოტოვოლტაჟური პანელების დამონტაჟებით მაქსიმალურად შეძლებთ, ექსტერიერის დიზაინის შენარჩუნებას.

AD-Solar-Roof-Tiles-Cells-05

AD-Solar-Roof-Tiles-Cells-04

AD-Solar-Roof-Tiles-Cells-08AD-Solar-Roof-Tiles-Cells-02AD-Solar-Roof-Tiles-Cells-03

energynews.ge

 

Leave a Reply