ბიტკოინის ფასი $38,236-მდე შემცირდა

უმსხვილესი კრიპტოვალუტა 3.2%-ით $38,236-მდე შემცირდა, რაც 15 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და გასული თვის მაქსიმუმს 20%-ით ჩამოუვარდება. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

კლების მიუხედავად, ბიტკოინი $35,000-დან $45,000-მდე სავაჭრო დიაპაზონში რჩება, რომელსაც წლის დასაწყისიდან ინარჩუნებს. ციფრული მონეტა დოლართან ნეგატიურ კავშირშია და Nasdaq 100-ის მსგავსად მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply