გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი, 1,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ტექნიკური დახმარებისათვის, რომელსაც განახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოში მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვის მხარდასაჭერად და სამაგალითო პროექტის, როგორც ამ სფეროში პირველი ინვესტიციის მოსამზადებლად. გარდა ამისა გრანტით მოხდება ისეთი მსგავსი თემების ხელშეწყობა, რომლებიც ეხება საქართველოს ზოგად ენერგოუსაფრთხოებას.
„ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოსთვის გადამწყვეტი საკითხია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და ჩვენი მწვანე წყალბადის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ კუთხით“, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.