ბიტკოინის ფასი 1-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი დღეს 4,2%-ით შემცირდა და $38,580 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბიტკოინი ბოლო თვეების განმავლობაში რთულ მდგომარეობას უმკლავდებოდა სხვა რისკის შემცველ აქტივებთან ერთად. მონეტა მიმდინარე წელს ძირითადად $35,000-დან $45,000-მდე დიაპაზონში ივაჭრებოდა, რადგან გაზრდილი ინფლაციის პირობებში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დაიწყო. Glassnode-ის ანალიზის მიხედვით, ბიტკოინის მიმართ ინტერესი დაცხრა, მონეტის მომხმარებელთა ბაზამ მხოლოდ მცირე ზრდა განიცადა, ხოლო ახალმა მოთხოვნამ მინიმალური ნაკადი შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply