გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 9.38 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 421.753 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3.65 მილიონი ბარელით და შეადგინა 233.139 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 2.9 მილიონი ბარელით და შეადგინა 111.399 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.