აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 11 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ზეინაბ ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, კრწანისის, ჯაფარიძის, კაციტაძის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, ზედამზის, ლაითურის, მაჩხაანის, სამღერეთის, სანავარდოს, ცოტნე დადიანის, წერონისის და პიონერის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ზაზა დამენიას, ვლადიმერ დავითაშვილის, რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, სადგერის, ოჯალეშის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ჩხენკელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply