საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 140 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” (სსე) განაცხადეს, განსახორციელებელი ინვესტიციიდან ყველაზე დიდი წილი – $36 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის” განვითარებას მოხმარდება.
ქვესადგური „მარნეული 220″-ის მშენებლობა-განვითარებისთვის „სსე” აზიის განვითარების ბანკის დახმარებით $17.4 მილიონს და 4,3 მილიონ ლარს დახარჯავს.
ქვესადგური „ჯვარი 500-ისა” და „ხორგა 220-ისთვის” პროექტებზე მიემართება KfW-ს დაფინანსება 17.3 მილიონი და ADB-ს მიერ გამოყოფილი 11.9 მილიონი ევრო.
ქსანი – სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტისთვის, მომდევნო სამ წელში KfW-ს გამოყოფილი 21.6 მილიონ ევრო დაიხარჯება.
ქვესადგური „ქსანი 500″-ის რეაბილიტაციისთვის ADB-ის სესხის ფარგლებში 9.9 მილიონი ევრო, ხოლო დამატებით 5 ქვესადგურის მართვისა და დაცვის პროექტისთვის, USAID-ის გრანტის ფარგლებში 3.9 მილიონი აშშ დოლარი იქნება მიმართული.
ასევე, EBRD-ის 13 მილიონიანი ევროს სესხის ფარგლებში, სსე „ოდიში 1, 2″-ის ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამ წლიანი საინვესტიციო გეგმის შეთანხმება ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკთან მიმდინარეობს.