ვანო მთვრალაშვილი: „რუსული ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანიებისთვის ფასი სავარაუდოდ, არ გაიზრდება“

რუსულ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების გამო, ფასდაკლებებია, რაც რიგ ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ფასი მეტად არ გაზარდონ საწვავზე – ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში რუსული საწვავის წილი 16%-ია და სწორედ ბაზრის ამ ნაწილს ექნება შესაძლებლობა შეინარჩუნოს ფასები.

,,რუსეთიდან დღეს საქართველოში თავისუფლად შემოდის ნავთობპროდუქტები, ბენზინიც და დიზელიც. მინდა გითხარით, რომ კონკრეტულად ამ ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებაა, რაც ნიშნავს, რომ ფასდაკლებით შემოსულ პროდუქტზე შესაძლოა, შენარჩუნებული იქნას დაბალი ფასი. რუსული პროდუქტი ჩვენს ბაზარზე 15-16%-ია. ხოლო თუ ვისაუბრებთ რუმინულ და ბულგარულ პროდუქტზე, თურქმენულ და აზერბაიჯანულ პროდუქტზე, იქ, ასეთი ფასდაკლებები არ არის.

რაც შეეხება სანქციებს, ოფიციალურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ სანქციებს არ შეერთებიან, ანუ შეზღუდულად თუმცა იღებენ ნავთობსა და დიზელის საწვავს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი კომპანიები უარს ამბობენ რუსულ პროდუქტზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ, არ გამოგვიცხადებია სანქციები და არც შევერთებივართ მათ. მიმდინარე ეტაპზე თუ არ ვცდები, მხოლოდ აშშ, კანადა და იაპონიაა, რომლებსაც რუსულ ნავთობზე სანქციები აქვს დაწესებული. იმის თქმა მინდა, რომ მოთხოვნის შემცირების გამო რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასდაკლებაა. თუმცა, საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იღებენ საწვავს. ამ პროდუქტებზე კი ასეთი ფასდაკლება არ იქნება. ამაზე ვსაუბრობ, ვინც რუსეთიდან იღებს საწვავს, შესაძლოა, რომ მათ არ მოუწიოთ ფასების ასე გაზრდა. კომპანიების ნაწილს მოუწევთ ფასის მატება, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც რუსეთიდან იღებენ პროდუქციას და მათ შესაძლოა, არ მოუწიოთ ფასის ზრდა. მე არ ვსაუბრობ, რომ რუსული პროდუქტით არის ბაზარი გაჯერებული, მეტიც 16%-ს არ აღემატება მათი წილი“ – განაცხადა მთვრალაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენად მართებულია რუსულ საწვავში ფულის გადახდა, რომლითაც შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი და ომის დანაშაულები ფინანსდება, მთვრალაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ისიც აბსოლუტურად სოლიდარულია, თუმცა საქართველო ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნები, რუსულ საწვავს სანქციებს ოფიციალურად არ უწესებს.

„მე მესმის და აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ამ ნაწილში, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში დღეს რუსული ნავთობი თავისუფლად და შეუზღუდავად იყიდება. რუსეთთან დღეს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ბევრი ქვეყანა ვაჭრობს. ახლა, მე ვსაუბრობ იმ საკითხზე, რომ რუსული ნავთობ პროდუქტების შემომტანი კომპანიებისთვის ფასი სავარაუდოდ, არ გაიზრდება “,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა „360 გრადუსში“.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 35,6 ათასი ტონა – 19,5%; აზერბაიჯანი – 34,9 ათასი ტონა – 19,1%; რუსეთი – 29,2 ათასი ტონა – 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა – 12,6%; თურქეთი – 3,6 ათასი ტონა – 2%; საბერძნეთი – 2,5 ათასი ტონა – 1,4%; სეიშელი – 0,5 ათასი ტონა – 0,3%; ყაზახეთი – 0,3 ათასი ტონა – 0,2%,“-აღნიშნულია იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply