მტერი მიზნად ისახავს სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ „ნიკოლაევის ჩრდილოეთით წინსვლას და შემოტრიალებას სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით, რათა სცადონ მისი ხელში ჩაგდება, როგორც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის“.
ამავდროულად, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ დღეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობს რეგულარულ რეჟიმში და “იქ არც თუ ისე ბევრი მტერია”.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ნიკოლაევის ჩრდილოეთით გავლა არც ისეთი მარტივი იქნება, როგორც ეს რუს სამხედროებს წარმოუდგენიათ.