რუ­სებ­მა ახ­ტირ­კა­ში თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გა­ა­ნად­გუ­რეს, არის მსხვერ­პლი

სუ­მის სამ­ხა­რეო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი ჟი­ვიც­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სებ­მა ახ­ტირ­კა­ში თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გა­ა­ნად­გუ­რეს, და­ღუ­პუ­ლია ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

“რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია აგ­რძე­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ და კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვას! რუ­სებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი. და­ი­ღუ­პა 5 სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნამ­შრო­მე­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ჟი­ვიც­კიმ.

მისი თქმით, ახ­ტირ­კა­ში არ არის გათ­ბო­ბა, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს წყა­ლი და ელექტრო­ე­ნერ­გია ნა­წი­ლობ­რივ არ მი­ე­წო­დე­ბათ.

“თა­ვად ახ­ტირ­კა ნა­წი­ლობ­რივ აღარ არ­სე­ბობს! რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ დღეს გა­ა­ნად­გუ­რა ქა­ლა­ქის პრო­დუქ­ტე­ბის ბაზა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის სა­წყო­ბი და ავ­ტო­სად­გო­მი. და­ი­ბომ­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სექ­ტო­რი. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტდე­ბა”, – დას­ძი­ნა მან.

Leave a Reply