სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები სადაც სხვადასხვა ნავთობკომპანიები, ერთმენეთის ნავთობბაზებს იყენებენ და სხვა კომპანიის საწვავს თავიანთი ბრენდის ქვეში ყიდიან.
საზოგადოების სხვადასხვა წრეებში დიდი ხანია მიმდინარეობს საუბრები, ნავთობკომპანიების მხრიდან არსებულ კარტერულ შეთანხმებებზე. ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული სავარაუდო მონოპილიის არსებობაზე, აქტიურად მუშაობს კონკურენციის სააგენტოც.
2014 წლის 12 ნოემბერს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა დაიწყო.
“გამოთხოვილ იქნა და დამუშავდა 2008-2014 წლების ინფორმაცია ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედი 300-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა სტრუქტურებისგან. მოკვლევის ფარგლებში, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურისგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და სხვა უწყებებიდან. სააგენტო ეკონომიკური აგენტებისგან ახსნა-განმარტებების მიღებასა და დაოქმებას ახორციელებს. მიმდინარეობს ინფორმაციის საბოლოო შეჯერებისა და ანალიზის პროცედურები”, – ნათქვამია ანგარიშში.