კახა კალაძე: ირანი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია

კახა კალაძე: ირანი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ამის შესახებ კალაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება ირანში ჩასვლა, სადაც გაიმართება მოლაპარაკებები.

„ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. თქვენ იცით, რომ დღეისთვის ამ ქვეყანასთან არის განსხვავებული მიდგომები. ის რესურსები, რომელიც ირანს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში ვგეგმავთ ირანში ჩასვლას, სადაც გვექნება მოლაპარაკებები. მაშინ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევანის საშუალება. „მე აქტიური ვარ, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გავლითაც და ჩვენც მოხმარება მოვახერხოთ“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

Leave a Reply