2021 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 18,86 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,22 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 2,76 ათასი ტონა (14,6%); გერმანია – 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.
„მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ გარკვეული პერიოდით, რაც იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას.