OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ ნავთობის მოპოვების პროგნოზი – 66,7 მილიონი ბარელი დღეში.
აღნიშნულს ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშიშში ვკითხულობთ.
2022 წელს OPEC-ის ფარგლებს გარეთ ნავთობპროდუქტების წარმოების ზრდის პროგნოზი ასევე უცვლელი რჩება – 3 მილიონი ბარელით დღეში, რაც საშუალოდ 66,7 მილიონ ბარელამდეა დღეში“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ ნავთობისა და კონდენსატის წარმოების შეფასება 2021 წელს პრაქტიკულად უცვლელი დარჩა – 63,6 მილიონი ბარელი.
ნავთობის მოპოვების კუთხით ყველაზე დიდი ზრდა OPEC-ის არაწევრ ქვეყნებს შორის წელს მოსალოდნელია შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ბრაზილიაში, კანადაში, ყაზახეთში, ნორვეგიასა და გაიანაში.