გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

გეოთერმული ენერგია განეკუთვნება განახლებადი ენერგიის წყაროს, რადგან გამოყენებული წყლის ანაზღაურება ხდება ნალექის სახით, ასევე წყალი მუდმივად წარმოიქმნება დედამიწის შიგნით. ზუსტად დედამიწის ბირთვში წარმოქმნილი ორთქლისა და  ცხელი წყლის საშუალებით შესაძლებელია შენობების გათბობა და ასევე, ელექტროენერგიის წარმოება.  ამ ენერგიის მოსაპოვებლად საჭიროა ღრმა ჭაბურღილების გათხრა, თუმცა სტაბილური ტემპერატურის გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ზედაპირთან ახლოს მოპოვებული ენერგიითაც.

გეოთერმული ენერგიის არსებობა მსოფლიოში უკვე საკმაოდ შესამჩნევია და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ისლანდიაა, რომელიც ლიდერობს მსოფლიოს გეოთერმული უტილიზაციის განვითარების მხრივ.  მსოფლიოში გეოთერმული მოთოდებით მოპოვებული ელექტროენერგიის  მიწოდება  ყოველწლიურად მატულობს და უკვე 500 მეგავატს მიაღწია.

გეოთერმული ენერგიის გამოყენების კუთხით გამორჩეული ქვეყანაა გერმანია, რომლის 100 მეგავატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. გერმანის არ ჩამორჩება იტალიაც. ევროპელ მეცნიერთა ჯგუფს დაგეგმილი აქვს გეოთერმული რეზერვუარების განთავსება ტრავალის რეგიონში (იტალია). თუ ეს პროექტი განხორციელდება, მსოფლიო მიიღებს ენერგიას, რომელიც 1000 ქარის ელექტროსადგურში წარმოებული ენერგიის ექვივალენტური იქნება. ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი იყო I-GET-ის საერთაშორისო კონფერენციაზე.

გეოთერმული ენერგიით არის დაინტერესებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. გაეროს ეგიდით ჩატარებული I-GET კონფერენციის მიზანია გეოთერმული რეზერვუარების ტექნოლოგიური განვითარება და ახალი „მწვანე“ ენერგიის მიღება.

„მსოფლიოში გაზრდილია მოთხოვნა სანდო გეოთერმულ ტექნოლოგიებზე. ამ სფეროში გამოცდილი ქვეყნებიც, როგორებიცაა ინდონეზია და ზელანდია, ელოდებიან I-GET-ის შედეგებს“ – აცხადებს გეოთერმული კვლევების ინსტიტუტის თავჯდომარე ერნეს ჰიუნესი.

ახალი სისტემა უკვე დანერგილია ევროპის 4 გეოთერმულ ლოკაციაზე. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა გეოლოგიური და თერმოდინამიკური კონდიციების გაერთიანება. მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს იტალიასა (მეტამორფული ქანები) და ისლანდიაში (ვულკანური ქანები). ასევე, უკვე გამოსცადეს საშუალო ტემპერატურზე მომუშავე ტექნოლოგია გერმანიასა და პოლონეთში.

გიორგი კაპანაძე

 

 

Leave a Reply