მილიარდერ ილონ მასკს კლიმატური კრიზისის გამომწვევი ემისიების გამოყენება სურს. თავისი სარაკეტო კომპანიის საშუალებით ის იწყებს პროგრამას, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებას და კოსმოსური ხომალდებისთვის მის გამოყენებას უზრუნველყოფს.
Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის შესახებ 13 დეკემბერს, ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელების შემდგომ მალევე განაცხადა. მასკის თქმით, SpaceX-ი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებისა და მისი სარაკეტო საწვავად გარდაქმნის პროგრამას იწყებს. კოსმოსში მოგზაურობისთვის ნახშირორჟანგის გამოყენება მარსისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება. მასკმა გასული წლის ინტერვიუში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ეკიპაჟის მისია წითელ პლანეტაზე 2026 წელს შესრულდება.
სარაკეტო საწვავის დამზადების ახალი ინიციატივა დაეყრდნობა DAC-ის ტექნოლოგიას, რომელიც „პირდაპირ საჰაერო დაჭერას“ გულისხმობს და ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. DAC-ის უდიდესმა ქარხანამ, რომელიც ისლანდიაში მდებარეობს, სექტემბერში დაიწყო ფუნქციონირება. ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 4,000 ტონას მიიღებს ჰაერიდან, რაც DAC-ის წინა სიმძლავრესთან შედარებით გაორმაგებულია.
წყარო: forbes.ge