სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მოცულობამ 2 699. 7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია.

წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის საბოლოო მოხმარებამ 2 006.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2019 წელთან შედარებით, გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (13.5 პროცენტით მეტი).

მოხმარება გაიზარდა აგრეთვე შემდეგ დარგებში: კვების მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ გაზის მოხმარების შემცირებას.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 38.5 პროცენტი მოდის ბუნებრივ აირზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.0 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.1 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

Leave a Reply