ევროკავშირმა მწვანე ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციური პროექტებისათვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ამის შესახებ ევროკომისარმა, ტიმ მაკრიფმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროკავშირი 7 ინოვაციურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც წყალბადის ტექნოლოგიების, ნახშირბადის შემცირებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების სფეროებს მოიცავს.
აღნიშნული პროექტები ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, ფინეთში, საფრანგეთსა და შვედეთში განხორციელდება.
წყარო: report.ge