დღეს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში არმაზი, ძეგვი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არსუკიძის, აღმაშენებლის, კოსტავას, რუსთაველის, გიორგობიანის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 6 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ქსანი, მუხრანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 15:00 საათმდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქანდა, ვარდისუბანი, ქსანი, მუხრანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, წიწამურსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply