ბუნებრივი აირის ოქტომბრის ფასმა შეერთებულ შტატებში 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (mmBTU) $ 5-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Goldman Sachs–ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბუნებრივი აირის ფასები ზამთარში კიდევ უფრო გაიზარდოს და 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე $ 10-ს მიაღწიოს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
სუფთა ენერგიებზე გადასვლის ფონზე, მთელ მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ბევრი კომპანია იძულებულია წინასწარ გაყიდოს ბუნებრივი აირი, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, 10-15 წელიწადში იწარმოება. მაგალითად, Cheniere Energy-მ აღნიშნა, რომ მან უკვე გაყიდა გათხევადებული გაზის (LNG) იმ მოცულობის 90%, რომლის წარმოებაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.
ნინო სამადაშვილი