კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი მიმდინარე კვირას ზრდას განაგრძობს, გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში ამ ციფრული ვალუტის კურსმა პირველად 18 აპრილის შემდეგ 60 000 დოლარიანი ნიშნული გადალახა.
Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 61,50 ათასი აშშ დოლარია.
ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება 2.157 ტრილიონ დოლარს შეადგენს.