მცირედით დასტაბილურების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა ისევ დაიწყო ზრდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსული ფასები გასული 24 საათის განმავლობაში გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 200 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ICE Futures-ის ბირჟაზე, ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1 229.4 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ევროპის ხუთი ქვეყანა გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზების გამოძიებას ითხოვს. საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს სასწრაფო ზომები და ევროპაში გაზის ფასების რეკორდულად გაზრდის მიზეზები გამოიძიოს. ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს სთხოვენ, შეიმუშაოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ „ფასების დრამატულ ზრდაზე დაუყოვნებლივი რეაგირება“ მოახდინოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაზის შესყიდვების კუთხით კოორდინაციის გაზრდა.

Leave a Reply