მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტი 142.2 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და მთლიანობაში 971.9 მლნ კვტსთ საათი შეადგინა.
აღნიშნული ნაჩვენებია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს იანვარ-აგვისტოს საოპერაციო მონაცემებში.
ირანში ექსპორტზე მთლიანობაში 238.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, თურქეთში – 164.1 მლნ კვტ.სთ, რუსეთში – 63.7 მლნ კვტ.სთ, ხოლო საქართველოში – 505.2 მლნ კვტსთ.
ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე პერიოდში 15.9 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საერთო ჯამში 110.6 მლნ კვტ/სთ. შეადგინა .
ირანმა აზერბაიჯნში 22,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, რუსეთმა – 63,5 მლნ კვტ/სთ, ხოლო საქართველომ – 24,7 მლნ კვტ/სთ.