დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი ოქტომბრის თვეში პირველად ჩამოსცდა 1000 დოლარს

ევროპაში გაზის ფიუჩერსული ფასები გასული 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 5.3%-ით შემცირდა და ოქტომბრის თვეში 1000 აშშ დოლარს პირველად ჩამოსცდა.

ICE Futures-ის ბირჟაზე, ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 995.5 აშშ დოლარს შეადგენს.

გასულ კვირაში ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,900 აშშ დოლარს მიაღწია.

ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას.

კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით წაიყვანოს. ქვეყნების ნაწილისთვის ერთი შესაძლო გამოსავალი რუსეთიდან მეტი გაზის შემოტანაა.

ევროკომისია ამ კვირას გამოაქვეყნებს ზომების ერთობლიობას მთავრობებისთვის ფასების ცვლილების გავლენის შესამცირებლად.

Leave a Reply