აშშ-ში საწვავის ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა

აშშ-ში საწვავის საცალო ფასმა 2014 წლის მაქსიმალურ ღირებულებას გადააჭარბა.

აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის (AAA) ინფორმაციით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი1,4%-ით გაიზარდა და ბარელზე 82,2 დოლარი შეადგინა.

“ორშაბათიდან მოყოლებული, საშუალო ფასი გალონზე (3.8 ლიტრი)  აშშ-ში  ოთხი ცენტით, 3.24 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი საცალო ფასი 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 420,887 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,26 მილიონი ბარელით და შეადგინა 225,065 მლნ ბარელი.

წყარო: report

Leave a Reply