ამერიკული ელექტრომწარმოებელი Tesla თავის ცენტრალურ ოფისს კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანს. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ კონცერნის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ტეხასის ქალაქ ოსტინში განაცხადა. სადაც Tesla დიდ ქარხანას აშენებს.
მანამდე Tesla-ს სათაო ოფისი კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში მდებარეობდა. მასკს ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა მანამდე უკმაყოფილება გამოთქვა, კორორნავირუსის გამო ქარხნების დახურვით და ოფისის გადატანით დაიმუქრა.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ Tesla-ს სუფთა მოგებამ 1 კვარტალში პირველად გადააჭარბა მილიარდ დოლარს.