”სოკარ გაზის” დირექტორი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას გაზის დაგროვების ან გაზთან დაკავშირებული მოწყობილობის მიზეზით, გამორიცხავს

ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ბუნებრივი აირის მიწოდება დილით 10 საათზე შეწყდა.

ვახტანგ ბერიშვილის თქმით, ეს იყო გეგმიური გათიშვა, რომლიც კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს უაკვშირდებოდა.

ბერიშვილი ამბობს, რომ გაზის მიწოდება გრაფიკის მიხედვით, 16:00 საათზე უნდა აღედგინათ და ამის შესახებ მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ. გათიშული იყო დაახლოებით 100 აბონენტი.

Leave a Reply