საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Aramco–მ გამოაცხადა გეგმები 2027 წლისთვის ნავთობის 12 მილიონი ბარელი ნავთობიდან მოპოვების დღე/ღამეში 20 მილიონამდე გაზრდის შესახებ, Oil Price-isის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროსუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
Saudi Aramco–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების გაფართოება იქნება თანდათანობითი, რადგან ინვესტიციების ძიებასა და მოპოვებას დიდი დრო დასჭირდება.
ნასერის თქმით, ნავთობზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთ -ერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც 2050 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა იქნება მხოლოდ 24 მილიონი ბარელი/დღეში, ”შეუძლებელია”, დასძინა Aramco-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ Saudi Aramco არის მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანია და ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი.
განსხვავებით მსხვილი საერთაშორისო ნავთობკომპანიებისგან, Saudi Aramco არ განიხილავს ნავთობისა და გაზის მოპოვების გეგმებს შემცირების მიმართულებით. პირიქით, კომპანია აგრძელებს ინვესტიციებს ახალ მარაგებში და აცხადებს, რომ Saudi Aramco ერთგულია ემისიების შემცირებისკენ.