მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 2.77%-ით გაიზარდა.
Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 54,027.28 აშშ დოლარია.
ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.