ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 1.77%-ით გაიზარდა.

Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 51,092.99 აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Leave a Reply