დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზრდას კვლავაც განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის საბირჟო ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას ფასმა 1000 კუბურ მეტრზე $1230 შეადგინა. ხოლო ნოემბრის ფიუჩერსის ფასი TTF-ის ჰაბზე ნიდერლანდებში ათას კუბურ მეტრზე $1228,8 გაუტოლდა.

ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

Leave a Reply